იაპონიის პრინცესა მაკომ კოლეჯში გაცნობილ შეყვარებულზე ქორწინების შემდეგ სამეფო სტატუსი დაკარგა. BBC წერს რომ იაპონური კანონმდებლობის თანახმად, საიმპერატორო ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები თუ ტიტულის არმქონე მოქალაქეზე დაქორწინდებიან, წოდებას კარგავენ და ფინანსურ დახმარებასაც ვერ მიიღებენ.
მაკომ და კეი კომურომ ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს. ისინი დროებით ტოკიოში იცხოვრებენ, მოგვიანებით კი ამერიკაში გადასვლას გეგმავენ, სადაც კუმორო ადვოკატად მუშაობას აპირებს.
„ძალიან ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის და მადლობელი ვარ მათი, ვინც აგრძელებდა ჩემს მხარდაჭერას. ჩვენთვის ეს ქორწინება აუცილებელი არჩევანი იყო“, - განაცხადა პრინცესამ.