ამირან გამყრელიძე: „დელტა+“-ის ახალი შტამი საქართველოში არ დაფიქსირებულა

"ლაბორატორიული კვლევებით, ჩვენთან ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც რამდენჯერმე დავაფიქსირეთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება და აღნიშნული ფაქტი გარკვეულად ახალ შტამს უკავშირდება.

„ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. ყურადღების ქვეშ მყოფი შტამი. ის ცირკულირებს მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობლად რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ. სხვა გენეტიკური ვარიანტია", - განაცხადა გამყრელიძემ.