"ამ ეტაპზე არ ყოფილა მსჯელობა დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საბჭოზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს ვაქცინაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით.
"ამ ეტაპზე არ ყოფილა მსჯელობა დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამავდროულად საბჭოზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს ვაქცინაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გამყრელიძემ.