"სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლის. მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან მეტი კომინიკაცია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, იძულებითი წესის გამოყენება არ შეიძლება.
„დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომინიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება, ისევ და ისევ, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ“, - აცხადებს ტიკარაძე.