ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არც ერთი სასიცოცხლო რისკი არ შეექმნება.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული არ აქვს.
"რეკომენდირებული იყო დოპლერის გაკეთება პაციენტისთვის, რაც გუშინ შესრულდა და პაციენტს არ აღენიშნება არანაირი გართულება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კლინიკური დასაბუთება რომ პაციენტს ეს ნამდვილად ესაჭიროება და გარწმუნებთ, რომ არც ერთი სასიცოცხლო რისკი არ შეექმნება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.