"ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის 12 000 ადამიანია აცრილი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძემ განსაკუთრებით ორსულ ქალებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
"12 000 ადამიანია ამ ერთ თუ 2 კვირაში აცრილი უკვე. ძირითადად მედიცინის მუშაკები, მაგრამ ამავე დროს სხვა რისკჯგუფები. უპირველესად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულ ქალებს, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია.
კვირას, თუ არ ვცდები, კიდევ 65 000 დოზა შემოვიდა, მომავალ კვირას კიდევ შემოვა“, - განაცხადა გამყრელიძემ.