მეკითხებიან, რა დააკელით?! დავაკელით, ვაღიარებთ. საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"როცა მეკითხებიან, რა დააკელით?! დავაკელით, ვაღიარებთ ამას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“. ამიტომ როცა გვაკრიტიკებენ, რატომ ადრე არ დაიწყეთ, ამაზე პასუხი მაქვს, რომ ეს უნდა დაიწყო მაშინ, როდესაც ვაქცინები გაქვს შესაბამისი", - განაცხადა გამყრელიძემ.