მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ უკრაინელი რეანიმატოლოგი ჩამოდის

"გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ უკრაინელი რეანიმატოლოგი ჩამოდის. საქმეში ასევე კომაროვსკი ჩაერთო, რომელიც უკრაინელი მედიკოსია", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმეში აქტიურადაა, ასევე ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

"ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, რომელიც არის უკრაინელი მედიკოსი, -

კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან ექნებათ და გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებენ", - განაცხადა ადვოკატმა.