ამირან გამყრელიძე: ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ, დაიცვან რეკომენდაცია

"ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შეკრების დროს ყველას უნდა ჰქონდეს პირბადე, დისტანცირებულები იყვნენ.

„მგონი, თავი მოგაბეზრეთ, რომ დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს.

პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, თუმცა, რეკომენდაციას ვაძლევ, ვინც მიტინგს თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით. ვერ ავუკრძალავ, კანონი ამას არ კრძალავს, მაგრამ უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია - ყველას ჰქონდეს პირბადე, დისტანცირებულები იყვნენ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროცესი",- აღნიშნავს გამყრელიძე.