საქართველოს პარლამენტის განცხადებით, შენობის C კორპუსზე რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგემება

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, შენობის C კორპუსზე რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგემება.

ამასთან, პარლამენტის აპარატის ცნობით, გამოცხადებული ტენდერი კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრებას ეხება.

"პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.