მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობა ფატალურად დასრულდეს

"შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა", - ამის შესახებ დაკავებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს არ ასრულეს.

"საუბარია, რომ თუ ოპერაცია იქნება საჭირო მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია. შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა, ოპერაცია შეიძლება სულაც არ იყოს კავშირში", - განაცხადა ადვოკატმა.