ცნობილია, როდის და რომელი ქვეყანა დაიწყებს Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას პირველად

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინას დიდი ბრიტანეთის კლინიკები ხვალ მიიღებენ, მისი გამოყენება კი უკვე მეორე დღეს, 8 დეკემბრიდან დაიწყება. ინგლისში სულ 50 ასეთი კლინიკა შეირჩა. ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სტივენ პოუისმა განაცხადა.

ჯანდაცვის მდივნის, მეტ ჰენკოკის თქმით კი, ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის ისტორიული მომენტი დაადგა.

პირველ ეტაპზე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები, 80 წელს გადაცილებულები, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებნი და ამავე დაწესებულების პერსონალი აიცრება.

დიდ ბრიტანეთში, მომავალი კვირიდან, სავარაუდოდ, ვაქცინის 800 000 დოზა იქნება ხელმისაწვდომი. მთავრობამ 40 მლნ დოზა შეუკვეთა, რაც 20 მლნ ადამიანისთვის იქნება საკმარისი.