ამერიკული ტექნოგიგანტი, Microsoft-ი რუსეთიდან კიბერშეტევების ახალ ტალღაზე საუბრობს. ამ სათაურით DW სტატიას აქვეყნებს.
კომპანიის განცხადებით, ჰაკერული ჯგუფი Nobelium-ი ახალ ფართომასშტაბურ ოპერაციას ატარებს, რომლის სამიზნე აშშ-ში ასობით კომპანიისა და ორგანიზაციის კომპიუტერული სისტემებია.
მისივე თქმით, ივლისის დასაწყისიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, Microsoft-მა დაახლოებით 600 მომხმარებელს აცნობა, რომ საერთო ჯამში, 22.9 ათასი ჰაკერული თავდასხმის სამიზნე იყვნენ.
Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი, ტომ ბერტი აცხადებს, რომ კიბერშეტევის უკან რუსული წარმოშობის ჰაკერული ჯგუფი Nobelium-ი დგას. Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი თვლის, რომ ამ ჯგუფს IT-კომპანია SolarWinds-ზე კიბერშეტევასთან აქვს კავშირი.
აშშ-ის ხელისუფლება და სხვა ექსპერტები Nobelium-ს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ნაწილად თვლიან.