ექიმები მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილიან კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვანას ითხოვენ

ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართეს, სადაც ხელისუფლებას მოუწოდეს, ექსპრეზიდენტი დაუყოვნებლივ მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში და გადავიდეს.

როგორც ბრიფინგზე ექიმებმა განცხადეს, საჭიროა 24-საათიანი მეთვალყურეობა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დასჭირდეს გადაუდებელი სამეციდინო დახმარება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს სოფო ჯაფარიძემ, მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ეკატერინე მხეიძემ, პულმონოლოგმა, ვახტანგ ქაცარავამ, რეანიმატოლოგმა, გოჩა გორგოძემ, ქირურგმა ლევან ფერაძემ.

"მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის 25 დღეს უკვე არის კრიტიკულ მიჯნაზე და შესაძლოა მისი გადარჩენა ვერც მოხდეს რეანიმაციაში განთავსებისას. ბატონი მიხეილი ასეთ მდგომარეობაში უკვე უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ. გაფრთხილებთ, რომ ეს უკვე ისეთი ზღვარია, მოცდას აღარ ექვემდებარება. ეს ისეთი საშიში რისკია, რომლის გაწევაც არ ღირს. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ არის გადასაყვანი კლინიკაში", - თქვა ბრიფინგზე ეკატერინე მხეიძემ. ის სააკაშვილის და მისი ოჯახის პირადი ექიმია ჰოლანდიაში 2018 წლიდან და, როგორც თავად ამბობს, კარგად იცნობს მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მხეიძეს სამედიცინო პრაქტიკა აქვს ამსტერდამში და თბილისში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილზე ზრუნვისთვის ჩამოვიდა.

ექსპრეზიდენტი სამართალდამცავებმა 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 25 დღეა რუსთავის #12 დაწესებულებაში შიმშილობს.