თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი სოციალური ქსელების დიდი გავლენის გამო შეშფოთებულია

"facebook-ის შესახებ გამოქვეყნებული მამხილებელი დოკუმენტები მიუთითებს, რომ სოციალური ქსელების რეფორმირება აუცილებელია" - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, ჯო ბაიდენი სოციალური ქსელების დიდი გავლენის გამო შეშფოთებულია

„პრეზიდენტმა ბაიდენმა წარსულშიც არაერთხელ თქვა, რომ შეშფოთებულია სოციალური ქსელების დიდი გავლენის გამო და პროგრესის ნაკლებობით, ისეთი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელება ვაქცინების შესახებ, დეზინფორმაციის გავრცელება არჩევნების შესახებ“, – განცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, facebook-ის ათობით ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ facebook-ის ხელმძღვანელი სიტყვის თავისუფლების პრინციპს სოციალური ქსელის აუდიტორიის ზრდის გამო უგულებელყოფდა. მარკ ცუკერბერგი ბრალდებას უარყოფ და facebook-ზე გამიზნულ თავდასხმებზე საუბრობს.