გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს თანამდებობაზე ყოფნის ვადა დღეს ოფიციალურად ამოეწურა. ხვალიდან ის კანცლერის პოსტს ოლაფ შოლცს ოფიციალურად გადააბარებს.
გერმანელებმა 26 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი აირჩიეს, რომელიც ამ პოსტზე სოციალ–დემოკრატების კანდიდატია.
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ანგელა მერკელს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უწყება ბელვიუს რეზიდენციაში ოფიციალურ ცერემონიაზე პირადად გადასცა.