კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა და თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ ხვალ, თერაპიულ ბლოკში გადაიყვანენ. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა „მაესტროს“ განუცხადა.

ლალი ტურძელაძის თქმით, კახი კავსაძე მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

28 ნოემბერს, კლინიკაში მიყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო.

„კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდინფექციამ და მისმა გართულებამ“, - აცხადებდა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.