53 434 ტესტის შედეგად, კორნავირუსით ინფიცირების 4 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 42 კოვიდინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 3 137 ადამიანი.
თბილისში გამოვლენილია 1 523 შემთხვევა, აჭარა - 179, იმერეთი - 933, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 378, გურია - 116, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378, კახეთი - 658, მცხეთა-მთიანეთი - 166, სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 50 681 საიდანაც, 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1 542 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პაციენტი. 43 457 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 703 281. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 873 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 642 701-მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის - 8.91%, 7 დღის - 8.80%.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 265 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 38 206 ადამიანი.