ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 დაწესებულებაში უკრაინის ომბუდსმენმა მოინახულა.
როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აღნიშნავს, მისი მიზანია, გაარკვიოს, რამდენად არის დაცული ციხეში მიხეილ სააკაშვილის უფლებები.
"გვქონდა შესაძლებლობა, მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად, მინდა გავეცნო მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტვისთვის არის საჭირო, მე მზად ვარ, შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი არის ის, გავარკვიო, რამდენად არის დაცული აქ მისი უფლებები". - ამბობს ის ფორმულას თარგმანის მიხედვით.
დენისოვას ინფორმაციით, უკრაინელი ადვოკატი, რომელის საქართველოში სააკაშვილის მოსანახულებლად მოდიოდა, საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-მაც გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
"გუშინ იყო ჩამოსული ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან. გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო, რა უნდა მიხეილს, რათა შემდეგ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ". - განაცხადა დენისოვამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
ექსპრეზიდენტი სამართალდამცველებმა 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 26 დღეა რუსთავის #12 დაწესებულებაში შიმშილობს.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მისი ჯანმრთელობის მონიტორინის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა. კონსილიუმში შედის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც. რადენიმე დღის წინ კოსილიუმა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას თანხდება. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები კი ექსპრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.