ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებისას ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალს წარუდგენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბრაზილიის სენატის საგამოძიებო კომიტეტმა მიიღო.
Reuters-ის ცნობით, საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ბოლსონარომ უარი თქვა შესაძლებლობებზე, ბრაზილიას ადრეულ ეტაპზე მიეღო კორონავირუსის ვაქცინის დოზები, რამაც ბრაზილიის ვაქცინაციის პროგრამა შეანელა, რის გამოც დაახლოებით 95 000 ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ცნობით, ბრაზილიაში კორონავირუსით ჯამში 600 000-მდე ადამიანი დაიღუპა.
გასულ კვირას გავრცელებულ ანაგრიშის სამუშაო ვერსიაში, იყო მოთხოვნა, ბოლსონაროსთვის ბრალი წაეყენებინათ მკვლელობისა და გენოციდისთვის. თუმცა სენატორებმა გადაწყვიტეს, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ამ ბრალდებებზე უარი ეთქვათ.
ანგარიშის თანახმად, ბოლსონარო ხელმძღვანელობდა დაუდასტურებელი თეორიის რწმენით, ე.წ ჯოგური იმუნიტეტი ჩამოყალიბების შესახებ.
საგამოძიებო კომისიის ანგარიშისს კომიტეტი ექვსი თვე ამზადებდა. პრეზიდენტთან ერთად დანაშაულში ბრალდებულია 77 ადამიანი.
"ჟაირ ბოლსონაროს მთავრობა ისტორიაში შევა, როგორც არაადამიანობის ყველაზე დაბალი დონე." – აცხადებს ბრაზილიელი სენატორი რენან კალჰეიროსი, რომელმაც ბოლსონარო დიქტატორებს, ადოლფ ჰიტლერსა და აუგუსტო პინოჩეტს შეადარა.
მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს შემდეგ ბრაზილიაში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
"სენატის საგამოძიებო კომიტეტის დასკვნის მიუხედავად, არ არსებობს გარანტია, რომ ეს კენჭისყრა გამოიწვევს ფაქტობრივ სისხლისსამართლებრივ ბრალდებას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა აუგუსტო არასმა უნდა მიიღოს, რომელიც სავარაუდოდ პრეზიდენტს დაიცავს", - წერს BBC