საქართველოში 1-ელ ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

1-ელ ნოემბრამდე საქართველოს დიდ ნაწილში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

27 და 30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი დაფიქსირდეს, ხოლო ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 27 და 30 ოქტომბერს შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება.