უკრანის ომბუდსმენი: სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს

"სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი სიცოცხლე დღესდღეისობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას" - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დენისოვამ აღნიშნა, დარღვეულია სამართლიანი საჯარო განხილვის უფლება, რაც ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მეექვსე მუხლია

„სააკაშვილი საკუთარ თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად არ სურს უკრაინისთვის რამე ცუდის გაკეთება და არ სურს საქართველოში სისხლისღვრის დაშვება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე დღესდღეისობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რაც შეეხება მისი საპროცედურო უფლებების დარღვევას. სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ იგნორირებულია ადვოკატების მოთხოვნა და არ მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მიიყვანონ სასამართლოში და მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა.

ამგვარად, დარღვეულია სამართლიანი საჯარო განხილვის უფლება, ეს ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მეექვსე მუხლია. რაც შეეხება გონივრული ვადების უფლების დარღვევას, 8 წელიც არ არის ის გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განიხილებოდეს მისი სისხლის სამართლის საქმეები,“ - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.