"ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა", - ასე მიმართა სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მისი ეშინია.
„მივმართავ ივანიშვილს - ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა. შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე,“- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.