უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა თავად გაავრცელა.
თავად გორდონი საქართველოში არშემოშვების ფაქტს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს.
"ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დროა, პასპორტში ბეჭდის ჩარტყმას ველოდებოდი საპასპორტო კონტროლის განყოფილებასთან. ახლახანს ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ საქართველოში შესვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ მითხრეს. ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ ახლახანს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, დააორგანიზოს ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში", - განაცხადა ჟურნალისტმა.