თეა წულუკიანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს „ქართული ოცნების“ აქციიდან მიმართა

თავისუფლების მოედანზე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერები შეკრიბა.

თვითმმართველობის არჩევნების წინ გამართულ აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მმართველი პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს.

მათ შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა.

აქციის მონაწილეები ადგილზე მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებიდანაც იყვნენ.

კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ აქციაზე სიტვით გამოსვლისას პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

„სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება“, - განაცხადა თეა წულიკიანმა.

თავის მხრივ, თბილისის მოქმედი მერსის კახა კალაძის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნები იყო ბევრად მეტი, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები - ეს იყო არჩევნები, სადაც საზოგადოებას უნდა გაევლო ზღვარი ძალადობასა და თავისუფლებას შორის.