აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წუხილს გამოთქვამს. შესაბამის შეკითხვას მან მედიასთან საუბრისას უპასუხა.
„ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როდესაც საკითხი ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა. მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალდისციპლინური ჯგუფი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყურს ადევნებს. ჩვენც ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს მის მდგომარეობას“, - განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის ციხეში უკვე 27-ე დღეა, შიმშილობს.