აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ამომრჩევლები შეძლებენ, ჰქონდეთ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.
ელჩის შეფასებით, თქმით, არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანას აზიანებს.
„იმედი მაქვს, ამომრჩევლები შეძლებენ, ჰქონდეთ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. ჩვენ გასულ წელს ვნახეთ, რომ არასტაბილური და პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაცია მთლიანად ქვეყანას აზიანებს - როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკურ პროგრესს, როგორც კორონავირუსის პანდემიის, ასევე სხვა გამოწვევების პირობებში.
თუ უსამართლობას გრძნობ, არსებობს ბევრი გზა იმისათვის რომ იბრძოლო. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ასეთი ბრძოლა დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით წარიმართება. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი არის პარლამენტი, სადაც უნდა მიმდინარეობდეს დებატები და ცვლილებებისთვის ბრძოლა. იმედი მაქვს, ასეც იქნება. ქართველი ამომრჩეველი ირჩევს ოფიციალურ პირებს, რომ მათ იმუშაონ და მათი ხმები ისმოდეს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.