მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 67 385 217 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 46 578 694 ადამიანი, 1 541 635 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 19 264 888 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.