აშშ-ში იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით აცრა შეეძლებათ

აშშ-ში იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს კოვიდვაქცინის მეოთხე დოზით აცრა უკვე შეუძლიათ.

აშშ-ის დაავადებათა კოტროლის ცენტრმა (CDC-მ) აგვისტოში დაუშვა მესამე დოზით აცრა 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.

CDC-ის ცნობით, მეოთხე დოზთ ვაქცინაცია მესამე აცრიდან სულ მცირე ექვსი თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

„ადამიანებმა, რომლებიც ზომიერად და მძიმედ იმუნოდეფიციტურნი არიან, შეუძლიათ მიიღონ COVID-19 ვაქცინის სულ ოთხი დოზა“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის განახლებულ გაიდლაინებში.

ბოლო ცნობებით, აშშ-ის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 58% სრულად არის აცრილი.