საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 4009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი

საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 4009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5177 პირი.

ამასთან, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 107 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 157 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 950 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 009 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 707 290-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.97% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და 647 878 გახდა.

ბოლო 24 საათში COVID 19-ით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 918 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 732, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 279, გურია - 113, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 296, კახეთი - 523, მცხეთა-მთიანეთი - 69, სამცხე-ჯავახეთი - 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 468 საიდანაც: 6 271 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 392, აჭარაში - 500, იმერეთში - 1 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში - 128, იმერეთში - 487. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 328 პაციენტი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 36, იმერეთში - 30. 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 - თბილისში, 208 - აჭარაში. 42 201 პაციენტი კი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პაციენტი. ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 37 752 ადამიანი იმყოფება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.