რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აშშ-ის საელჩომ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ვირტუალურ სპიკერთა პროგრამას უმასპინძლა. ამერიკის საელჩოს ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის აღმსარებლობის თავისუფლება და სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა პატივისცემა თანაზიარი ღირებულებაა.
"გასული 23 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განსაკუთრებული ფოკუსი რელიგიის თავისუფლების დაცვა იყო. რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აშშ-ის საელჩომ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ვირტუალურ სპიკერთა პროგრამას უმასპინძლა, რომ ისინი უკეთ გაცნობოდნენ ადამიანის ამ უფლებას. მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის აღმსარებლობის თავისუფლება და სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა პატივისცემა თანაზიარი ღირებულებაა.
პოლიტიკური მრჩეველი მაიკ ჰონიგშტაინი და ბექა მინდიაშვილი ტოლერანტობის ცენტრიდან მოსწავლეებსა და სტუდენტებს ამ ფუნდამენტური უფლების დასაცავად საქართველოსა და შეერთებული შტატების ძალისხმევებზე ესაუბრნენ", - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.