Europetime-თან ექსკლუზიურ ვიდეო ინტერვიუში ევროპარლამენტარი რასაიუკნევიჩიენე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საერთო მიზნებზე საუბრობს.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპარლამენტში ამ საკითხზე ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ სხვა პოლიტიკოსები დაარწმუნონ ამ სტრატეგიის სიკეთეებში. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ აქ, ევროპარლამენტში, რათა დავარწმუნოთ პოლიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ ასოცირებული ტრიოს სტრატეგია ერთადერთი გზაა გარკვეული გარღვევის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობაში.
მაგრამ ეს ძირითადად ქვეყნებზეა დამოკიდებული. დღეს ვხედავ, რომ მოლდოვა ხდება ლიდერი თავის მისწრაფებებში, აქვს ძალიან ძლიერი მისწრაფებები, პოლიტიკური ნება, გახდეს ევროპული ქვეყანა რეფორმების გატარებით. ისინი ევროპელები არიან, მაგრამ სურთ, რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ევროკავშირთან.
საქართველო ყოველთვის ლიდერი იყო, საქართველო ლიდერი იყო რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესში, მაგრამ ახლა ბევრი მეგობარი მწვანეებში, ლიბერალებში, სოციალ-დემოკრატებში, კონსერვატორებსა და ევროპარლამენტში ძალიან იმედგაცრუებულია, განსაკუთრებით შარლ მიშელის წინადადების შემდეგ, როდესაც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამა უარი თქვა, ხელი მოეწერა ამ დოკუმენტზე და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ შეთანხმება გააუქმა.
მოდით, შევხედოთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის? იმის გამო, რომ უმაღლესი დონის წინადადება უარყოფილია, ახლა ყველა ყოყმანობს რაღაცის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ასოცირების ტრიო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედგაცრუება ამძიმებს სიტუაციას. მეტის გაკეთებაა საჭირო. ევროკავშირის მისწრაფებები განუყოფელია ქვეყნის დემოკრატიზაციისგან, სამართლიანობისგან, კანონის უზენაესობისგან, კორუფციასთან ბრძოლისგან, აუცილებელი რეფორმებისგან“, - აღნიშნავს ევროდეპუტატი.
ცნობისთვის, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი კიევში, 17 მაისს გააფორმეს.