ნიუ იორკის ჯონ კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ყველა მგზავრი და მათი ბარგი ძაღლებით შეამოწმეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ჩასვლიდან სამი საათის შემდეგ, მგზავრებს აეროპორტიდან გასვლის უფლება კვლავ არ ეძლევათ. თვითმფრინავში მყოფი მგზავრების დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი აფეთქების საფრთხის გამო შემოწმდნენ.
როგორც რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტში“ განაცხადეს, საპასუხო რეისი ნიუ იორკიდან მოსკოვში 3,5 საათზე მეტით გადაიდო. მანამდე, „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო საფრთხის გამო, ჯონ კენედის აეროპორტში მოსკოვი-ნიუ იორკის რეისის მგზავრების ევაკუაცია მოხდა.