თურქეთიდან დაიძრა პირველი სატვირთო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ჩინეთში ჩავა.
თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ მატარებელი, რომელიც მცირე ხნით შეჩერდა კოჯაელის პროვინციაში, თურქეთის ტერიტორიას 8 დეკემბერს დატოვებს, შემდეგ ახალქალაქში გაჩერდება და საქართველოდან აზერბაიჯანის და ყაზახეთის გავლით, ჩინეთში ჩავა.
სააგენტოს ინფორმაციით, სატვირთო მატარებელმა 8693 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო, ოფიციალურად 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა.