ირაკლი ღარიბაშვილი: გუშინ დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა, მთელმა მსოფლიომ ნახა ჩვენი ხალხის ძალა

გუშინ დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხალხის გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს.

„გუშინ დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. თქვენ რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. ასე, რომ მოგიწევთ ყველას, რომ დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.