"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს", - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
როგორც ევროკავშირის ელჩი განმარტავს, მთავარ საკითხად რჩება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული.
„მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება და სწორად მოქმედება არის იმის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით,“- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, აქედან 57-ჯერ ადვოკატებს შეხვდა