1-ელი ნოემბრიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, მხოლოდ Covid პასპორტის და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები შეძლებენ

1-ელი ნოემბრიდან უკრაინის დედაქალაქში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მკაცრი შეზღუდვები წესდება.

მომდევნო თვიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მხოლოდ Covid პასპორტის, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთის მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ

უკრაინული მედიის ცნობით, შეზღუდვების დაწესების შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას არ ვაპირებთ, ის იმუშავებს, თუმცა მგზავრობას შეძლებენ მგზავრები, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის სერტიფიკატები ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი. დოკუმენტების შემოწმება არა ტრანსპორტში ასვლისას, არამედ შერჩევითად სამართალდამცველების ჯგუფების მიერ მოხდება.“, – აღნიშნა კლიჩკომ.