რუსეთი ერთ-ერთი თურქული კომპანიის მანდარინებში პესტიციდების სახიფათო რაოდეონობის აღმოჩენის შესახებ იტყობინება. კერძოდ, როსპოტრებნადზორის ინფორმაციით, ამის გამო იმპორტი აიკრძალა. საუბარია კომპანია Fikret degirmenci-ზე და მის მიმართ ზომა ძალაში შევა 29 ოქტომბრიდან.
მომხდარ თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში უპასუხეს და განაცხადეს, რომ ერთი მწარმოებლის პროდუქციის აკრძალვა მთლიანად თურქული მანდარინის იმპორტის აკრძალვას არ ნიშნავს.
ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენა. 26 ოქტომბერს უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ თურქული უპილოტო თვითმფრინავები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნიან.
სექტემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს ქარხნის აშენებას თვითმფრინავების წარმოებისთვის თურქულ თვითმფრინავების მწარმოებელთან თანამშრომლობით.