ევროკავშირის ელჩი მეორე რაუნდის კამპანიის დროს არსებულ პოლარიზაციის მაღალ დონეზე მიუთითებს.
„ვფიქრობ, მეორე რაუნდის კამპანიის დროს კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს, ურთიერთშეურაცხყოფას, რაც არ უწყობს ხელს ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას, როგორიც უნდა იყოს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
„როგორც კარგ ევროპელს, ყოველთვის მიმაჩნია, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარები შესაძლოა, იყოს მცდარი. სკეპტიკურად მივუდგებოდი შეურაცხყოფებს“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა, როდესაც ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ აქციაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები.