კელი დეგნანი კოვიდვითარების ფონზე ხალხმრავალ შეკრებებს სარისკოდ მიიჩნევს

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო ხალხმრავალი შეკრებების თემას, როდესაც მედიამ ჰკითხა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციაზე.

ელჩი კოვიდპანდემიის პირობებში, მაშინ, როცა საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელია, სარისკოდ მიიჩნევს.

„უნდა ვთქვა, რომ ახლა ცოტა სარისკოა ნებისმიერი პარტიის მიერ დიდი შეკრებების გამართვა, როცა საქართველოში ნამდვილად დიდია Covid-ის შემთხვევების რაოდენობა. როგორც ჩანს, ეს არ არის კარგი დრო ხალხის დიდი ჯგუფების შეკრებისთვის. როდესაც საუბარია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებაზე, აქ საკვანძო სიტყვაა - "მშვიდობიანად".

ძალიან მალე, ხანგრძლივი და ძალიან საკამათო არჩევნებია. ჩვენ უბრალოდ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს - გთოხვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყველა პოლიტიკური ლიდერის მხრიდან, სიმშვიდისკენ მოწოდება იყო ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი.

ვიმედოვნებ, რომ მხარდამჭერები საშუალებას მისცემენ ამომრჩევლებს, შაბათს ხმა მშვიდონიან გარემოში დააფიქსირონ. ეს არის ის, რისი იმედიც გვაქვს“, - აცხადებს კელი დეგნანი.