მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეტყობინებების აპლიკაცია WhatsApp 1-ლი ნოემბრიდან ძველი თაობის სმარტფონებში მუშაობას შეწყვეტს.
ონლაინ გამოცემა Metro-ს ცნობით, კომპანია facebook-ის საკუთრებაში არსებული აპლიკაცია 43-მდე სხვადასხვა სმარტფონის მოდელზე ვეღარ იმუშავებს.
მიზეზი გახდა ის, რომ აპლიკაცია მოთხოვნებს ცვლის Android და iOS ოპერაციული სისტემებისთვის.
როგორც WhatsApp-ის წარმომადგენლობა აცხადებს, მათი აპლიკაციის მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ ტელეფონები Android OS 4.1 ვერსიით ან iPhone ოპერაციული სისტემებით iOS 10 და უფრო ახალი.
საუბარია სულ 43 მოდელზე, როგორიცაა Apple-ის, Samsung-ის, LG-ის, ZTE-ის, Huawei-ის, Sony-ის, Alcatel-ის, Lenovo-სა და სხვა მოდელებზე.