საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი

საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4327 პაციენტი.

ამასთან, გუშინ საქართველოში 48 513 ტესტი ჩატარდა.

"დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 513 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 627 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 513 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 303 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 210 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა COVID 19-ით ინფიცირების 3 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-ით პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 711 255-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.94% ხოლო 7 დღის - 8.87%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 416 შემთხვევა, აჭარა - 161, იმერეთი - 753, ქვემო ქართლი - 325, შიდა ქართლი - 290, გურია - 115, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 271, კახეთი - 427, მცხეთა-მთიანეთი - 78, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 34.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 763 საიდანაც: 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 392, აჭარაში - 518, იმერეთში - 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 581 ადამიანია, მათ შორის, თბილისში - 575, აჭარაში - 132, იმერეთში - 495. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 333 პაციენტი, მათგან თბილისში - 175, აჭარაში - 41, იმერეთში - 31. 1 059 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 656 - თბილისში, 182 - აჭარაში. 41 374 პაციენტი კი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებშია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 28 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 826 ადამიანი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.