HBO-ს სერიალში კრემლის დაკვეთით მოკლული ალექსანდრ ლიტვინენკოს როლს, ბენედიქტ კამბერბაჩი შეასრულებს

HBO-ს სერიალში კრემლის დაკვეთით მოკლული ალექსანდრ ლიტვინენკოს როლს, ბენედიქტ კამბერბაჩი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Variety ავრცელებს.

ბენედიქტი კამბერბეჩი მთავარი პერსონაჟის შემსრულებლის გარდა, სერიალის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება.

სერიალს წიგნის The Terminal Spy-ს მიხედვით იღებენ, სადაც მოთხრობილია რუსეთის უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმიანობისა და 2006 წელს, ინგლისში, რადიოაქტიული ნივთიერება პოლონიუმ-210-ით მოწამვლის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობისთვის. შესაბამისი პრესრელიზი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა.

„სასამართლომ დაადგინა, ლიტვინენკოს მოწამვლისას, ბატონი ლუგვოი და ბატონი კოვტუნი მოქმედებდნენ როგორც რუსეთის სახელმწიფოს აგენტები“, - ამბობს ევროპული სასამართლო.

1998 წელს, ალექსანდრ ლიტვინენკომ საჯაროდ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობა შეუკვეთეს.

ალექსანდრ ლიტვინენკო „ეფესბეს“ ყოფილი აგენტია, რომელმაც 2000 წელს შეაფარა ლონდონს თავი. ის ლონდონის სუში ბარში 2006 წელს მოწამლეს.

ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ლიტვინენკო პირველია, ვინც პოლონიუმ-210-ის შედეგად გარდაიცვალა. ამასთან, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო ანდრეი ლუგავოიმ და დიმიტრი კოვტუნმა პუტინის ბრძანებით მოწამლეს.