დეკანოზი დავით ქვლივიძე, რომელიც კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა, გარდაიცვალა.
ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს“, - წერს დეკანოზი.
მისივე ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა სხალთის მთავარეპისკოპოსს მეუფე სპირიდონს .
"მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში", - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.