ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი წვალების მიუხედავად უმრავლესობა ვერ შექმნა. ამას მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა არ ჰყოფნის, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე განაცხადა, რითაც პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ირაკლი თავდგირიძის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა უნდა დასრულდეს.
„რამდენიმე დღის წინ ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, რომელიც აკონტროლებს სუსს და პროკურატურას, მან პირდაპირ დაგვიანონსა, რომ ბრძოლას იწყებდა შანტაჟით, დაშინებითა და მოსყიდვით, რათა „ქართულ ოცნებას" შეექმნა უმრავლესობა, თუმცა ამ წვალების მიუხედავად მათ ეს ვერ მოახერხეს. მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა არ ჰყოფნის.
პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა უნდა დასრულდეს, სიძულვილის პარალელურად პოლიტიკაში შანტაჟი და მოსყიდვა უნდა დასრულდეს 30 ოქტომბერს, საბოლოოდ დამარცხდება „ქართული ოცნება“, - აცხადებს გიორგი კირთაძე.