„მთვარი არხის“ დირექტორი: კვლევით ორგანიზაცია IPSOS-ს საარბიტრაჟო წესით ვუჩივლებთ

„მთვარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია კვლევით ორგანიზაცია IPSOS-ს საარბიტრაჟო წესით უჩივლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის, ეგზიტპოლს არ ჩაატარებინებს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც გვარამია აღნიშნავს, IPSOS-სს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია, მათი თანხმობის გარეშე.

„კომპანია IPSOS-ის მიერ მოწოდებული ზუგდიდის ნედლი ციფრები დამატებითი შეწონვის, (ჩვენთან ცნობილია, როგორც ალოკაცია) გარეშე არის შემდეგი:ანზორ მელია: 52.3%მამუკა წოწერია: 43.3%უარი პასუხზე/არ ვიცი: 4.4%. ნარჩენი 4.4%ის გადანაწილება იმგვარად რომ 49/51 მივიღოთ ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ, იმედია, მარტივად გასაგებია, რომ აბსურდია.

თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ მთავარმა არხმა გადაწყვიტა შედეგების გაყალბება, ჩნდება კითხვა: ჩვენი მიკერძოებული მიდგომა გავრცელდა მხოლოდ ქალაქ ზუგდიდზე, სადაც კონსენსუსია ქართულ საზოგადოებაში, რომ ოპოზიციური კანდიდატი ყველაზე დიდი უპირატესობით იგებს? სადაც სულ 2% დააკლდა ოპოზიციის კანდიდატს პირველ ტურში მოსაგებად და ყველაზე დიდი სხვაობა იყო ნაცმოძრაობის კანდიდატსა და ქართული ოცნების კანდიდატს შორის? და, ამის პარალელურად, მინიმალური სხვაობები (ცდომილების ფარგლებში) ხელუხლებელი დავტოვეთ ყველა სხვა ქალაქში და განსაკუთრებით, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, თბილისში -3%ით უკან დავტოვეთ ოპოზიციის კანდიდატი?

ასეც რომ ყოფილიყო, იფსოსს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია, ჩვენი თანხმობის გარეშე. თუ თვლის, რომ ან შეგვეშალა, ან გავაყალბეთ მონაცემი, წინასწარ უნდა შედგეს კომუნიკაცია ამ საკითხზე დაზუსტების მიზნით, რასაც ადგილი არ ქონია. თუ ეჭვს შეიტანდა ჩვენს კეთილსინდისიერებაში, პარტნიორ კომპანიას შეეძლო მხოლოდ დაუყოვნებლივ გაეწყვიტა კონტრაქტი", - წერს გვარამია.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ „მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელიც კომპანია IPSOS-მა მოამზადა, მანიპულირებულია.