"არ მაქვს სურვილი, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიგლოვოთ. სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არა, არაჩვეულებრივი პატიმარია", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ განაცხადა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, მხარეებს შორის შერიგება რომ მოხდეს, პირველ რიგში, ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს.
"საუბარი, რომ ჩვეულებრივი პატიმარია, ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ ხომ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი არაჩვეულებრივი პატიმარია. ჩვენი საზოგადოება უკვე მერამდენედაა დაპირისპირებული და პოლარიზებული. გვესმის, მეც მოვისმინე, საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უცნაურია, იმიტომ, რომ შერიგება რომ მოხდეს, პირველ რიგში, ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს.
არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შეთხვევები, როცა შიმშილობა კი არა თვითმკვლელობაც კი პირიქით ეთვლება ადამიანს, არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ჩვენ ამ თემას ვერ განვსჯით, რადგან პოლიტიკოსებისთვის ეს არის ინსტრუმენტი, მისი არჩევანია", - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.