თბილისში 6 ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ თბილისში მდგრადობისა და წინააღმდეგობის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, უკრაინის, შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ჯორჯიის არმიის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები.

„კონფერენციამ თითოეულ წარმომადგენელს საშუალება მისცა, წარმოეჩინა, თუ როგორ ატარებს მათი ქვეყანა წინააღმდეგობისა და მდგრადობის ოპერაციებს და როგორ მოქმედებს ეს ძალისხმევა მათ ეროვნულ თავდაცვასა და ძალების სტრუქტურაზე“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.