ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქოე ყვეყნების ლიდერებს მიმართა, დააფინანსონ 23,4 მილიარდი დოლარის ოდენობის გეგმა, რომლის მიხედვით, კოვიდვაქცინები, კოვიდტესტები და მედიკამენტები ღარიბ ქვეყნებს მომდევნო 12 თვის განმავლობაში მიეწოდებათ. ამის შესახებ France24 წერს.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ 20-კაციან ჯგუფს, რომლის ლიდერები რომში შაბათ-კვირას იკრიბებიან, აქვთ პოლიტიკური და ფინანსური ძალა, რომელიც საჭიროა პანდემიის დასასრულებლად გეგმის დაფინანსებით, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ხუთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე.
ჯანმოს მეცნიერის ცნობით, COVAX-მა, 140-ზე მეტ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყანებს, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია, დაახელობით 400 მლნ დოზა კოვიდვაქცინა მიაწოდა.
მისივე თქმით, 82 ქვეყანა სავარაუდოდ ვერ მიაღწევს სამიზნე - 40%-ს, თუმცა თუ ვაქცინებით მომარაგება დაიწყება, მოსახლეობის ამ რაოდენობის აცრა შესაძლებელია.
შეგახსენებთ, აშშ-ში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Merck-მა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა სალიცენზიო შეთანხმებს შესახებ, რათა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა კოროვირუსის სამკურნალო წამალ „მოლნუპირავირზე“.