5 ივლისის საქმეზე დაკავებული შვიდივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული შვიდივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს.

როგორც ცნობილია, ადვოკატები ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ბრალდებულ პირებს ტელეკომპანიების "იმედის", "რუსთავი2-ის, "ფორმულას", "მთავარი არხის", გამოცემების - "ტაბულასა" და "რადიო თავისუფლების" წარმომადგენლებზე ძალადობას ედავებიან.

ამასთან, შვიდივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.